"პენსიაზე არ გავსულვარ" - ჯონ ჯონსი
რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა. ეს ინფორმაცია თითქოს თავად ჯონსმაც დაადასტურა, მაგრამ, თეთრი სახლის ღონისძიების იდეის წამოჭრის შემდეგ, ლეგენდამ განსხვავებული განცხადებების გავრცელება დაიწყო.
"ძვლებმა" თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე ჩხუბის სურვილი არაერთხელ გამოთქვა და ისიც დასძინა, რომ კარიერა არ დაუსრულებია.
პენსიაზე არ გავსულვარ. კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ და UFC-ს დოპინგის ტესტირების სიაშიც ვარ. თეთრი სახლის ღონისძიებისთვის ვვარჯიშობ და ამ დღისთვის მზად ვიქნები. ჩემი მიზანი ესაა, თუმცა, ყველაფერი ბოსზეა დამოკიდებული. - განაცხადა ჯონ ჯონსმა
🚨 Jon Jones says he is NOT retired and is training 5 days a week for the UFC White House event
— Championship Rounds (@ChampRDS) September 8, 2025
"I'm not retired, I'm actively training 5 days a week and I'm in the UFC's drug testing pool...
I'm training for the [White House] event, I'll be ready for the event... but… pic.twitter.com/dS6r3uBiYZ
შეგახსენებთ, რომ ჯონი ბოლო ოქტაგონზე გასული წლის 17 ნოემბერს ვიხილეთ. "ძვლები" სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდა და ჩხუბი მესამე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა.