"მომზადებამ კარგად ჩაიარა და ახლა წონის კლება დარჩა" - მერაბ დვალიშვილი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 320-ის საბრძოლო კვირა დაიწყო და მებრძოლებისთვის ყველაზე მძიმე დროც დადგა. პარასკევს ოფიციალური აწონვებია, რომელიც სპორტსმენებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. დვალიშვილმა მოსამზადებელი ბანაკის ბოლო ეტაპზე ისაუბრა.
ბოლო სპარინგი ჩავატარე და ახლა წონის კლებაზე გადავალ. როგორც ყოველთვის, 10 კილო უნდა დავიკლო. ამ ბრძოლას ოპტიმალურ ფორმაში ვხვდები. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი და საკუთარი თავი არ დამიზოგავს.
სამშაბათი საღამოდან წყლის დალევას შევწყვეტ. წონის ჩაბარებამდე, დაახლოებით 55 საათის განმავლობაში წყალს არ ვსვამ. ლას ვეგასში ეს პროცესი უფრო გამიმარტივდება, რადგან სახლში სარბენი ბილიკი მაქვს. ყველაფერი რიგზე იქნება! - განაცხადა მერაბმა
შეგახსენებთ, რომ მერაბს წინ ტიტულის დაცვა ელის. ჩემპიონის მოწინააღმდეგე კორი სენდჰეგენი იქნება. ბრძოლა 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება. თუ მერაბი გაიმარჯვებს, ეს მისი მესამე ქამრის დაცვა იქნება.