Belive

,,პატივს ვცემ და მასთან ბრძოლა მინდა'' - დოლიძემ ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია

3 წლის წინ სხვა
1 წთ

ჯეკ ჰერმანსონთან გამარჯვების შემდეგ, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ, ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია:

,,ჩემთვის ჩიმაევთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა. მას ვიცნობ, კარგი პიროვნებაა და როგორც მებრძოლს, პატივს ვცემ. მასთან ბრძოლა სწორედ ამიტომ მინდა.

დიახ, ის მაღალი დონის მებრძოლია, თუმცა მეც მაღალი დონის ათლეტი ვარ,'' - განაცხადა დოლიძემ.

დღეს რომან დოლიძემ ჯეკ ჰერმანსონი ნოკაუტით დაამარცხა, რითაც UFC-ში მე-6 გამარჯვება (ზედიზედ მეოთხე) დაუგროვდა.

რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, მის ანგარიშზე UFC-ში 6-დან 6 მოგებაა.

სხვა სტატიები