Belive

"დოლიძე ელიტური გრეპლერია" - RMC Sport რომან დოლიძეზე

3 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, 4 თებერვალს რომან დოლიძე UFC-ში მორიგ ბრძოლას ჩაატარებს. მისი მოწინააღმდეგე, წარმოშობით დაღესტნელი, ფრანგი ნასურდინ იმავოვი იქნება. ბრძოლა ლას ვეგასში UFC APEX-ში გაიმართება.

ფრანგულ მედიაში ამ დაპირისპირებამ დიდი ყურადღება მოიპოვა. ფრანგებს აქვთ პრეტენზია, რომ MMA-ს სამყაროში საკუთარი, მაღალი დონის წარმომადგენელი ჰყავდეთ. ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ RMC Sport-მა, დოლიძე-იმავოვის ბრძოლას პატარა დოკუმენტური ფილმიც მიუძღვნა. რა თქმა უნდა ფილმის ძირითადი ნაწილი ნასურდინს დაუთმეს, თუმცა, რამდენიმე სიტყვა რომანზეც არის ნათქვამი.

ნასურდინის გუნდმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მსოფლიო რეიტინგში მე-8 ნომრად მყოფ მებრძოლთან შეხვედრა ადვილი არ არის. ეს ნასურდინის კარიერაში ყველაზე რთული გამოწვევაა.
დოლიძე ძალიან სახიფათოა. მას გამარჯვება მიწაზე ჭიდაობით და ქულებითაც შეუძლია. 6 წლიანი წარმატებული გრეპლინგის კარიერის შემდეგ, MMA-ს ჯერიც დადგა. დოლიძეს ტექნიკის საოცარი მარაგი აქვს,რაც ციდან არ ჩამოვარდნილა. ეს მისი გრეპლინგის კარიერიდან მოდის.
UFC-ში 30 წლისა აღმოჩნდა და 5 წლის შემდეგ, მისი პროგრესი აშკარად შესამჩნევია. რომან დოლიძის ჰერმანსონთან ჩხუბის ყურებისას მივხვდებით რა ცხოველი იმალება მასში. მან ჰერმანსონს შანსი არ დაუტოვა.
ნასურდინი მასთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან რომანთან მიწაზე ბრძოლა ურთულესი იქნება. ის ელიტური დონის გრეპლერია. ნასურდინს კი, მიწაზე იშვიათად თუ ვნახავთ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მასთან დგომში უყურადღებოდ ყოფნაც დამღუპველი იქნება. რომანს თავისი დარტყმებით ცხენის გათიშვაც კი შეუძლია. დოლიძე ძალიან სახიფათო მებრძოლია.
ის 35 წლისაა და კარგად იცის, რომ ეს ბრძოლა ბოლო შანსია. მას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. - ნათქვამია RMC Sport-ის ფილმში

ნასურდინ იმავოვი საშუალო წონის რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს. ფრანგი ოქტაგონზე არც ისე წარმატებული სერიით ბრუნდება. კრის კერტისთან გამართული ბოლო ჩხუბი შედეგის გარეშე გამოცხადდა, რადგან მებრძოლები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. მანამდე სტირკლენდთან გამართული 5-რაუნდიან შეხვედრაში აშკარად დაიჩაგრა.

რომან დოლიძე ბოლოს რვაკუთხედში 19 მარტს გამოჩნდა და მარვინ ვეტორის წინააღმდეგ დამარცხდა. ქართველს UFC-ში 8 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 6 გამარჯვება მოიპოვა.

სხვა სტატიები