Paragraph Cup | სასტუმრო პარაგრაფში სამოყვარულო ტურნირი ჩატარდა
2-5 ოქტომბერს, შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში, GTP Tour-ის ორგანიზებით ჩოგბურთის სამოყვარულო და უკვე ტრადიციად ქცეული ტურნირი Paragraph Cup ჩატარდა. წლევანდელი გათამაშების მთავარი სიახლე კი ის გახლდათ, რომ ჩოგბურთთან ერთად, პადელის ტურნირიც გაიმართა.
ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები 2 ოქტომბერს დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. ტურნირის გენერალური სპონსორი კომპანია betlive იყო, ხოლო საპრიზო ფონდმა 12.000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ Paragraph Cup-ზე რეგისტრაციის სურვილი უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ გამოთქვა, თუმცა რეიტინგების გათვალისწინებით, საბოლოოდ 48 მონაწილე შეირჩა.
პადელის ტურნირის გამარჯვებული გიორგი კირკიტაძე/ნიკა გაბრიჩიძის წყვილი გახდა. მათ ფინალში ლუკა კირკიტაძე/ნიკა ჩხაიძის წყვილს 4:6 6:4 6:4 მოუგეს.
რაც შეეხება ჩოგბურთის ტურნირს - წყვილთა თანრიგში გიორგი მარგველშვილი/ნიკა შერგელაშვილის წყვილმა, შარშანდელ ჩემპიონებს დავით ხაბურძანია/ნიკა აკოფიანს, საკმაოდ მოულოდნელად 6:1 6:2 მოუგეს. განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო ერთეულთა თანრიგის ფინალი გამოდგა, რომელშიც წყვილთა თანრიგის გამარჯვებულები, ნიკა შერგელაშვილი და გიორგი მარგველაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 19 წლის ნიკა შერგელაშვილმა, 24 წლის გიორგი მარგველაშვილი (7:5/6:7-16:14) დაამარცხა.
ტრადიციულად, შეკვეთილმა Paragraph Cup-ის მონაწილეებსა და სტუმრებს გამორჩეული დღეები გაატარებინა. პადელის მზარდმა პოპულარობამ კი ტურნირი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.