Belive

"პადის სახელს არც უნდა ახსენებდეთ" - არმან ცარუკიანი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

მსუბუქ წონაში საინტერესო ვითარებაა. ჩემპიონი ილია თოფურიას პოტენციურ მეტოქეებად არმან ცარუკიანი და პადი პიმბლეტი მოიაზრებიან.

სომეხი ინგლისელს რეიტინგში უსწრებს და სატიტულო ბრძოლის მისაღებად საკუთარი არგუმენტი აქვს. პადის კი ილიასთან დაპირისპირების ისტორია აქვს და მათი ჩხუბის გაყიდვა კარგად შეიძლება.

ამის საპირწონედ არმანი ამბობს, რომ განვილილი ჩხუბების გათვალისწინებით, პიმბლეტი რეიტინგში საერთოდ არ უნდა იყოს.

პიმბლეტი რეიტინგიდან უნდა ამოშალოთ. საუკეთესო ათეულში ყოფნასაც კი არ იმსახურებს. მისი ბოლო სამი ბრძოლა გავიხსენოთ. ჩენლდერი - ზედიზედ სამი მარცხი, ბობი გრინი - სამი თუ ოთხი მარცხი, ტონი ფერგიუსონი - ზედიზედ 8 მარცხი. ეს სიგიჟეა და გინდათ ამ ბიჭს სატიტულო ბრძოლა მისცეთ? პიმბლეტის სახელს არც უნდა ახსენებდეთ. - განაცხადა არმანმა

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანს ჩემპიონის ქამარზე ჩხუბის შანსი ჰქონდა. ეს ჯერ კიდევ ისლამის ჩემპიონობის დროს იყო. თუმცა, სომეხი ჩხუბს წელის ტრავმის გამო ჩაეხსნა.

სხვა სტატიები