Belive

უაითმა ილიას და ისლამის ჩხუბის ჩაშლის მიზეზზე კომენტარი გააკეთა

1 დღის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითი ცნობილ ამერიკელ სტრიმერს ადინ როსს სტუმრობდა. როსმა UFC-ს პრეზიდენტს ილიასა და ისლამის ბრძოლის ჩაშლის მიზეზზე ჰკითხა. დანას თქმით, ეს ჩხუბი ილიას მხრიდან დიდი თანხის მოთხოვნის გამო არ ჩაშლილა.

- ისლამ მახაჩევმა თქვა, რომ ეს ჩხუბი არ შედგა, რადგან ილიამ ძალიან დიდი თანხა მოითხოვა. გვეტყვით რამეს ამის შესახებ?

- ეს სიმართლე არ არის. - თქვა დანა უაითმა

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბის ჩანიშვნა თეთრი სახლის მთავარ ღონისძიებაზე იგეგმებოდა. თოფურიას გუნდი ამბობს, რომ ჩხუბზე უარი მახაჩევის მხარემ თქვა, რადგან ისლამს ხელის ტრავმა აწუხებს.

სხვა სტატიები