Belive

"ოქტაგონზე იმაზე ბასრი დაბრუნდება ვიდრე გინახავთ" - მაკგრეგორის მწვრთნელი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ MMA-ს გულშემატკივრის ლოდინი როგორც იქნა დასრულდა. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე დაბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე კი მაიკლ ჩენდლერი იქნება.

დაპირისპირება, რომლისთვისაც დიდი ხანი გვამზადებდნენ, UFC 303-ზე შედგება. ბრძოლა 29 ივნისს International Fight Week-ის ეგიდით გაიმართება.

მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით ირლანდიელის მწვრთნელმა ჯონ კავანამ Severe MMA-სთან ისაუბრა.

ჩვენს სფეროში არიან სპორტსმენები, რომლებიც თუ არ იბრძვიან ამ ყველაფერს სამსახურად აღიქვამენ. როცა ბრძოლა სამსახურად იქცევა, რთულია მაღალი დონე შეინარჩუნო. საქმე მხოლოდ ფიზიკურობას არ ეხება. ეს ყველაფერი მენტალურადაც რთულია, რის პრობლემაც კონორს არასდროს ჰქონია. მაშინაც კი როცა კონორი ფილმს იღებდა, ჩვენ ბრძოლებზე ვსაუბრობდით. ოქტაგონზე იმაზე ბასრი დაბრუნდება ვიდრე გინახავთ. რა თქმა უნდა, სხეულის კონდიციის გაუმჯობესება მოგვიწევს, თუმცა, მისი ბასრი ტექნიკა არსად წასულა. - განაცხადა მაკგრეგორი მწვრთნელმა

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც.

თავის ბოლო ბრძოლაში მაიკლ ჩენდლერიც დამარცხდა. ის ბოლოს ოქტაგონზე 13 ოქტომბერს დასტინ პორიეს წინააღმდეგ ვიხილეთ.

სხვა სტატიები