"მის სიტყვებს სერიოზულად არ მივიღებ" - დოლიძე უიტეკერის განცხადებაზე
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
მარვინ ვეტორის დამარცხების შემდეგ, რომან დოლიძე ორი მებრძოლი გამოიწვია - რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანია. ჯერჯერობით ადესანია დუმს, თუმცა, უიტეკერი ამბობს რომ რომანთან ბრძოლას არ განიხილავს. ავსტრალიელმა ისიც თქვა, რომ დოლიძის და ვეტორის ჩხუბი ბარის ჩხუბს ჰგავდა.
MMA Fighting-თან დვალიშვილი რობერტის ამ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი განცხადება სასაცილო და ბავშვურია.როგორ შეუძლია ასე ილაპარაკოს, როცა ხამზატთან ასე მალე დანებდა. მებრძოლის გული საერთოდ არ უჩვენებია. მის სიტყვებს სერიოზულად ვერ მივიღებ. ჩემთვის ეს ბავშვური განცხადებაა. - განაცხადა რომანმა
შეგახსენებთ, რომ ვეტორისთან გამარჯვებით დოლიძემ საშუალო წონაში რამდენიმე საფეხურით წინ წაიწია. დოლიძე ახლა TOP 10-ის მებრძოლია და მე-8 პოზიციას იკავებს.