Belive

"ოპონენტი ძლიერია, მაგრამ შენი გვჯერა" - ყაზახი გულშემატკივარი ალმახანს თოფურიასთვის ამხნევებს

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ბეკჟატ ალმახანს ალექსანრდე თოფურიასთან რთული გამოცდა ჩაბარება მოუწევს. ყაზახი მებრძოლი UFC-ში ყოველთვის რთული მეტოქეების წინააღმდეგ ასპარეზობს. ამას გულშემატკივარიც აცნობიერებს და ხვდებიან, რომ ალექსანდრესთან გამარჯვება მარტივი არ იქნება. ყაზახი გულშემატკივარი საკუთარ წარმომადგენელს სოციალური ქსელის საშუალებით ამხნევებს.

- თუ ბეკჟატი მოიგებს, UFC-ში TOP ვარსკვლავი გახდება. ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. ოპონენტი ძლიერია, მაგრამ შენი გვჯერა.

- ბეკჟატ მაგარი ნოკაუტით გამარჯვებას გისურვებ. უმართან ჩხუბის შემდეგ ბევრი გულშემატკივარი შეიძინე.

- ძალიან მალე არ დააგდო, ცოტა ჩხუბს გვაყურებინე.

- შენ ამ დივიზიონის მეფე ხარ!

- თოფურია ძლიერია, მაგრამ ბეკჟატი მოიგებს.

- ბეკჟატ ძმაო, წარმატებებს გისურვებთ. გამბედავად შევხდი ამ ბრძოლას!

- იმედი მაქვს ბეკჟატი გამარჯვებისთვის მოკვდება. მისი მოწინააღმდეგე სუსტია არაა, ძალიან გამოცდილი მეომარია.

- აფერქათით დააძინე! - წერენ ყაზახი გულშემატკივრები

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურისა და ბეკჟატ ალმახანის ჩხუბი 22 ნოემბერს კატარში გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც UFC კატარს ეწვევა.

სხვა სტატიები