Belive

"ო'მალი ძალიან საშიშია, მაგრამ მერაბი უბრალოდ განსხვავებულია" - გეიბლ სტივესონი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ოლიმპიური ჩემპიონი გეიბლ სტივესონი მერაბ დვალიშვილს უჭერს მხარს. ამერიკელი მოჭიდავე ახლა Syndicate MMA-ში ვარჯიშობს და მერაბის მზადების პერიოდს აქტიურად ადევნებს თვალს. ის ამბობს, რომ დვალიშვილი ო'მალის კიდევ ერთხელ დაამარცხებს.

ო'მალი ძალიან საშიშია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მერაბი უბრალოდ განსხვავებულია. იმედი მაქვს შაბათს მერაბი კიდევ ერთხელ მოიგებს. შეხედეთ, ის არც კი დაღლილა. ხელებს, ფეხებს ურტყამდა და ისევ კარგადაა. - ამბობს გეიბლ სტივესონი

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლა 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს მეორე საჩემპიონო დაცვა იქნება.

სხვა სტატიები