Belive

"ჩემთვის ის საუკეთესოა" - ჰენრი ჰუფტი ილია თოფურიაზე

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ში ჩატარებული 8 ბრძოლიდან ილია თოფურიამ 5 ნოკაუტით მოიგო. მისი კრივისა და ძლიერი ხელების მქონე ადამიანს ეს არც გაუჭირდებოდა. "მატადორის" სტრაიკინგი ბევრისთვის მოსაწონია და ამ აზრს MMA-ს სამყაროში გამორჩეული მწვრთნელი ჰენრი ჰუფტიც თვლის.

MMA-ს სტრაიკინგი კრივისგან და ბოქსისგან რადიკალურად განსხვავდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ილიას მინიმუმ, ყველაზე ძლიერი დარტყმა აქვს. ძალიან სწრაფ ხელებთან ერთად თოფურია ძალიან კარგ ტექნიკას ფლობს. ჩემთვის ის UFC-ში საუკეთესო სტრაიკერია. - განაცხადა ჰუფტმა Home of Fight-თან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ელის. 29 ივნისს ჩანიშნული ჩხუბი მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება.

სხვა სტატიები