Belive

"ოლივეირასთან ჩხუბის შემდეგ, ისლამს რიგში დგომა მოუწევს" - ილია თოფურია

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ისლამის და ილიას ბრძოლა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ილიას დიდი ხნის წინ ჰქონდა დაანონსებული, რომ წონას შეიცვლიდა და ისლამთან იბრძოლებდა. თავად ისლამი ამბობდა, რომ თოფურიას ჯერ სატიტულო ჩხუბი უნდა დაემსახურებინა. ახლა ილია ამბობს, რომ ჩემპიონობის შემდეგ ისლამს მასთან საბრძოლველად რიგში დგომა მოუწევს.

თავიდან ისლამი ცდილობდა ისეთი სურათი შეექმნა, თითქოს გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღები. ერთი კვირის წინ თქვა, რომ ქამრის დათმობას არ აპირებდა.

ოლივეირასთან ჩხუბის შემდეგ, როცა ქამარი მექნება, ისლამს რიგში ჩადგომა მოუწევს. ეს რიგი ძალიან გრძელი იქნება. - განაცხადა ილიამ ჟურნალისტებთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ თოფურია ჩარლზ ოლივეირას შეხვდება, სადაც მსუბუქი წონის ქამარი გათამაშდება. თავად, ისლამი ქვესაშუალო წონის სატიტულო ჩხუბს ითხოვს.

სხვა სტატიები