Belive

ოფიციალურად: მაკგრეგორისა და ჩენდლერის ბრძოლა UFC 303-ზე შედგება

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

როგორც იქნა მრავალხნიანი ლოდინი დასრულდა. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე დაბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე კი მაიკლ ჩენდლერი იქნება.

მათი დაპირისპირება, რომლისთვისაც დიდი ხანი გვამზადებდნენ, UFC 303-ზე შედგება. ბრძოლა 29 ივნისს International Fight Week-ის ეგიდით გაიმართება.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от UFC (@ufc)

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც.

თავის ბოლო ბრძოლაში მაიკლ ჩენდლერიც დამარცხდა. ის ბოლოს ოქტაგონზე 13 ოქტომბერს დასტინ პორიეს წინააღმდეგ ვიხილეთ.

სხვა სტატიები