Belive

"კორისთან ჩხუბში ამ რეკორდს გავაუმჯობესებ" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი პირველ მებრძოლი გახდება UFC-ში, რომელიც 100 თეიქდაუნს დააფიქსირებს. "მანქანას" ამ შედეგის მისაღწევად, სულ რაღაც სამი წარმატებული გდება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ მერაბმა ლეგენდარული ჯორჯ სენ-პიერის რეკორდი უმარ ნურმაგომედოვთან მოხსნა.

ჩემი აზრით, ამ ბრძოლის შემდეგ 100 თეიქდაუნი მექნება. მე სტრაიკინგზე მეტად კონცენტრირებული ვიქნები, თუმცა, ბუნებრივად მაინც შევასრულებ თეიქდაუნებს. როდესაც ო'მალი მესამე რაუნდის ბოლოს დავაფინიშე რაღაც დამაკლდა. მეტი თეიქდაუნი და ბრძოლა მინდოდა. ვნახოთ ჩვენი ჩხუბი როგორ წავა. თუ 5 რაუნდი გაგრძელდა სამ თეიქდაუნს მარტივად ავიღებ. ასიან ნიშნულს უპრობლემოდ გადავაბიჯებ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ჩხუბი 5 ოქტომბრის დილას გაიმართება. აქვს იმასაც გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს მე-4 სატიტულო ჩხუბი იქნება და გამარჯვების შემთხვევაში ქამარს მესამედ დაიცავს.

სხვა სტატიები