Belive

ოფიციალურად | ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ხასან ხალმურზაევი დასაჯა

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 30 წლის რუსი ოლიმპიური ჩემპიონი - ხასან ხალმურზაევი დისკალიფიკაციით დასაჯა. 

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რუსმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სოციალურ ქსელ "Instagram"-ზე, პალესტინის დროშა დადო და სოლიდარობა გამოუცხადა, რის გამოც იგი საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთეს. 

საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით კი სპორტსმენმა დაარღვია წესები, რომლებიც კრძალავს რაიმე რელიგიური თუ პოლიტიკური პირადი გრძნობების დეკლარირებას.
 
"ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აგრძელებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და მშვიდობისა და კაცობრიობის ღირებულებების დაცვას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძიუდოს ღირებულებებს ურთიერთდახმარებასა და კეთილდღეობას, პატივისცემასა და მეგობრობას, რომელიც ხელმძღვანელობს ჩვენ და საერთაშორისო ძიუდოს ოჯახში.

- IJF

30 წლის ძიუდოისტი ოლიმპიური ჩემპიონი 2016 წელს რიო დე ჟანეიროში გახდა, გარდა ამისა იმავე წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2017 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები