Belive

ევროპის ჩემპიონატი 2026 | საფრანგეთის ნაკრები თბილისს 14 ძიუდოისტით ეწვევა

7 საათის წინ სხვა
2 წთ

თბილისში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ნაკრებები ნელ-ნელა შემადგენლობებს ასახელებენ.

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის. ცნობილია, რომ 'მამლები' თბილისს 18 სპორტსმენით ეწვევიან, საიდანაც 9 მამაკაცი და 9 ქალი იქნება.

როგორც ჩანს, ფრანგთა ძიუდოისტთა თავკაცმა შანსი ახალგაზრდა და გამოუცდელ სპორტსმენებსაც მისცა, ხოლო რაც შეეხება ტედი რინერს, ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი კვლავ არ ჩანს ფრანგთა შემადგენლობაში.

შემადგენლობა

  • 60 კგ - ლუკა მხეიძე, რომან ვალადირ პიკარი

  • 66 კგ - ვალიდ ხიარი, დაიკი ბოუბა

  • 73 კგ - ბენჟამინ-ჟოან გაბა, დაიან ბულმატფასი

  • 90 კგ - მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუ, ალექსის მატიუ

  • +100 კგ - მატიუ აკიანა მონგო

ქალები

  • 48 კგ - ჯინ დე ბუარდი

  • 52 კგ - ალისია პულანგი

  • 57 კგ - კლარის კარილონი, ფერუდა იდირი

  • 63 კგ - ჯილან ჩიპანი

  • 70 კგ - ჩლო ჯინი

  • 78 კგ - სვიტი ესიემ ოკალი

  • +78 კგ - სელია კანსარი, ლეონი მინკადა-კაგუინი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საერთო გუნდურ ჩათვლაში, 10 მოპოვებული მედლით მეორე პოზიცია დაიკავა, საიდანაც 3 ოქროს მედალი იყო, 2 ვერცხლის, ხოლო 5 ბრინჯაოსი.

სხვა სტატიები