Belive

ილია თოფურია ნომინაციაში 'წლის აღმოჩენა' წარადგინეს

5 თვის წინ სხვა
1 წთ

2023 წელს, MMA-ს რიგით მე-13 შემაჯამებელი დაჯილდოება გაიმართება. აღნიშნულ დაჯილდოებაზე რამდენიმე ნომინაცია არის: წლის საუკეთესო მებრძოლი, საუკეთესო ქალი მებრძოლი, წლის აღმოჩენა, წლის საუკეთესო არაამერიკელი მებრძოლი, წლის საუკეთესო ბრძოლა, წლის ნოკაუტი, წლის "საბმიშენი" და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ამ დაჯილდოებაზე ქართველი მებრძოლიც არის დასახელებული. ნომინაციაში "წლის აღმოჩენა" ილია თოფურია წარადგინეს. მიმდინარე წელს "მატადორმა" ერთი ბრძოლა ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი 5-რაუნდიან დუელში დაამარცხა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ წლის შემაჯამებელ დაჯილდოებაზე ილიას მომავალი მეტოქე - ალექს ვოლკანოვსკიც არის წარდგენილი. მისი და ისლამ მახაჩევის დაპირისპირება საუკეთესო ბრძოლის ტიტულზეა წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ბრძოლაში ვოლკანოვსკი დამარცხდა.

თოფურიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება 18 თებერვალს შედგება და ივენთის მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.

სხვა სტატიები