ნიკოლოზ შერაზადიშვილი თბილისის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა
20-22 მარტს, თბილისი ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ წუთის მონაცემებით, 5 კონტინენტისა და 56 ქვეყნის, 454 სპორტსმენია რეგისტრირებული.
სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ნაკრებს დაეხმარება, წარმოშობით ქართველი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც ესპანეთის ნაკრების წინასწარ შემადგენლობაში არ იყო, თუმცა ახლა დაემატა და უკვე დადასტურებულია, რომ იგი საკუთარ კედლებში იჭიდავებს.
ესპანეთი თბილისს 8 სპორტსმენით ეწვევა და კვოტები თანაბრად აქვთ განაწილებული - 4 მამაკაცი და 4 ქალი.
შემადგენლობა
66 კგ - დავიდ გარსია ტორნე, ადრიან ნიეტო ჩინარო
73 კგ - ანტონ შუჰალიევი
100 კგ - ნიკოლოზ შერაზადიშვილი.
ქალები
48 კგ - მირეია როდრიგეს სალვადორი, ევა პეროზ სოლერი
57 კგ - მარტა გარსია მარტინი
63 კგ - ლაურა ვასკეს ფერნანდესი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე 2024 წელს ოქროს მედალი მოიპოვა, 2016 წელს კი თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, თუმცა მაშინ 90 კგ-ში ასპარეზობდა.