Belive

ნეით დიასი, ჩიმაევთან ბრძოლის წინ, ზეწოლას საერთოდ ვერ გრძნობს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

5 დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ხამზატ ჩიმაევმა დაამტკიცა, რომ UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლია. კავკასიელი ნამდვილად ჩამოყალიბდა ვარსკვლავად, თუმცა, მას კიდევ სჭირდება გამარჯვებები საჩემპიონო ბრძოლის მისაღებად. ამჯერად, მისი ოპონენტი ძალიან გამოცდილი 37 წლის ნეით დიასი იქნება.

ამერიკელს UFC-ში 15-წლიანი სტაჟი უმაგრებს ზურგს. ამ პერიოდის განმავლობაში, მან ერთხელ იბრძოდა ჩემპიონობისთვის და UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლების ნაწილი იყო.

დიასი ამბობს, რომ ჩიმაევის წინააღმდეგ ბრძოლის წინ ზეწოლას საერთოდ ვერ გრძნობს. მისი თქმით, ერთადერთი ვინც ახლა ზეწოლას გრძნობს თვითონ ხამზატია, რადგან ყველა მას შესცქერის და გულშემატკივარი მისგან კარგ შედეგს ელოდება. ამის შესახებ ნეიტმა ESPN-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა.

აღსანიშნავია, რომ დიასთან მიღწეული წარმატების შემდეგ, მებრძოლებს კარგი შანსები ეძლევათ. ამის მშვენიერი მაგალითები არიან მასვიდალი და ლეონ ედვარდსი. აქედან გამომდინარე, ხამზატს ორმაგი მოვალეობა ეკისრება. მან მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა შემდგომში საჩემპიონო ბრძოლა მიიღოს.

სხვა სტატიები