Belive

ილია თოფურია თეთრი სახლის ბრძოლისთვის მაიამიში ემზადება

2 დღის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე კვირაში, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ საბრძოლო დღეს ვიხილავთ. 14 ივნისს, პირველად, თეთრი სახლის სამხრეთი გაზონი გლობალურ საბრძოლო სცენად გადაიქცევა, რომელიც ამერიკის 250 წლის იუბილეს ისეთი სანახაობით აღნიშნავს, როგორიც აქამდე არ გვინახავს: UFC Freedom 2040.

UFC-ის მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია, ისტორიულ ღონისძიებაზე 'მთავარი კაცი' იქნება ამერიკელ ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ იჩხუბებს. ეს არის ბრძოლა, რომელსაც უკვე უწოდებენ UFC-ის ისტორიაში ყველაზე ამბიციურ წარმოდგენას.

თოფურიამ ესპანეთში თავისი ჩვეული სავარჯიშო სივრცე გაცვალა სიცხეზე, ტენიანობასა და იმ პირობებზე, რომლებიც ასახავს იმას, რასაც ის ბრძოლის ღამეს წააწყდება - ილია მზადებას მაიამიში განაგრძობს.

მე აქ მთავარი ვარ - სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიება... მოუთმენლად ველი. ჩემი ცხოვრება მუდმივ საწვრთნელ ბანაკს ჰგავს. ყველაფერს გავაკეთებ მოწინააღმდეგესთან და გარემო პირობებთან ადაპტირებისთვის. ვგრძნობ, რომ მზად ვარ.

მე მიყვარს ეს ქალაქი (მაიამი). შემიყვარდა. ხალხი და მათი ენერგია. ვცდილობ მაქსიმალურად მივიღო აქაური კულტურა, განსაკუთრებით საკვები. - განაცხადა ილია თოფურიამ

თეთრი სახლის ტერიტორიაზე, ორგანიზატორები გეგმავენ დროებითი სტადიონის აშენებას, დაახლოებით 4500 ადამიანის ტევადობით.

დასწრება უკიდურესად შეზღუდული იქნება - ძირითად ივენთზე, ფართო საზოგადოებისთვის, ბილეთების პირდაპირი გაყიდვა არ მოხდება.

რეპორტაჟი ილიაზე: ამერიკულ მედიაში

სხვა სტატიები