Belive

"ეს უბრალოდ მიზეზებია, კომისია ამას არ დაუშვებდა" - ცარუკიანი ილიას პოსტზე

1 საათის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას მიერ გეიჯის დადანაშაულებაზე საკუთარი აზრი გამოთქვა. თოფურია თვლის, რომ გეიჯი თაღლითურად მოიქცა და ხელთათმანებში რაღაც ჩაიდო. ცარუკიანის აზრით, ეს ყველაფერი უბრალოდ ქართველი მიზეზებია და ილია მარცხის გამართლებას ცდილობს. არმანმა "მატადორს" ურჩია, რომ პრობლემის ძებნა საკუთარი თავიდან დაიწყოს.

ეს უბრალოდ მიზეზებია. როგორ შეიძლება კომისიამ მისთვის განსხვავებული ხელთათმანების ჩაცმის უფლება მიეცა. ისინი რჩებიან და ყველაფერს ამოწმებენ. ეს უბრალოდ მიზეზებია.

უნდა მიიღო ის, რაც მართლა მოხდა. საქმის გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო, რა გააკეთე არასწორად. მიზეზების ძებნა და ხელთათმანებზე საუბარი არ უნდა დაიწყო. - არმან ცარუკიანი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ბრძოლა იყო. "მატადორი" დიდ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად და დამარცხდა. ილიამ იმ საღამოს ჩემპიონობასთან ერთად, ნულიანიც დაკარგა. მას შემდეგ, არც ილიას და არც გეიჯის ბრძოლა არ ჩაუტარებიათ.

სხვა სტატიები