ნეით დიაზი: "ილიასთან ჩხუბიც მინდა"
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას ნეით დიაზმა განაცხადა, რომ UFC-ში დაბრუნებისთვის მზადაა. ამერიკელმა იქვე მისთვის სასურველი მეტოქეებიც დაასახელა, სადაც ილია თოფურიაცაა.
UFC-ში დაბრუნებას ვგეგმავ. თუ დამაბრუნებენ ვიღაცებს სიამოვნებით მივტყიპავ. მე და მაკგრეგორს დაუსრულებელი საქმე გვაქვს. იმედი მაქვს, გეიჯიმ და ჰოლოუეიმ იციან, რომ ჩემი ქამარი (BMF) მათ აქვთ. ეს ის ბიჭები არიან ვისთანაც ბრძოლა მსურს. გარდა, ამისა სხვა ბიჭებთანაც მინდა ჩხუბი, რომლებიც საკმაოდ კარგები ჩანან. ილია თოფურია ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემზე პატარაა. - ამბობს ნეით დიაზი
შეგახსენებთ, რომ ნეით დიაზი ბოლოს UFC-ს ოქტაგონზე 2022 წელს გამოჩნდა. მან ტონი ფერგიუსონი მეოთხე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა.