Belive

"კონორს ივნისში, თეთრ სახლში შევებრძოლები" - მაიკლ ჩენდლერი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ მაიკლ ჩენდლერმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში იასპარეზა. ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა და შემდეგ ოპონენტად ტიტულოვანი ჯორდან ბორუა დაასახელა. ჩენდლერს გულშემატკივრებმა ისაყვადურეს, კონორი რატომ არ გამოიწვიეო და მაიკლ ასეთი პასუხი გასცა.

ბევრი მეკითხებოდით რატომ არ გამოვიწვიე კონორ მაკგრეგორი. რა თქმა უნდა, კონორს ჭიდაობის შეხვედრის შემდეგ არ გამოვიწვევდი. მე საკმარისი გავაკეთე. ბრძოლა უკვე შედგება. თქვენ კარგად იცით, რომ მასთან ჩხუბზე თანახმა ვარ. მაკგრეგორსაც უნდა ჩემთან ჩხუბი და კემპში ბიჭი მიიყვანა, რომელიც ჩემს სტილს ბაძავს. ჩვენი დაპირისპირება 2024 წლიდან ხელმოწერილია. ასე რომ, კონორს ივნისში, თეთრ სახლში შევებრძოლები. - განაცხადა მაიკლ ჩენდლერმა

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც.

თავის ბოლო ჩხუბში დამარცხდა მაიკლ ჩენდლერიც, სადაც პადი პიმბლეტს დაუპირისპირდა.

სხვა სტატიები