"ცარუკიანი ჩემთან დაიტანჯება" - ილია თოფურია
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიამ არმან ცარუკიანზე ისაუბრა. ახალი არაა, რომ "მატადორი" სომეხი მებრძოლის უნარებით აღფრთოვანებული არ არის. ილია თვლის, რომ საკუთარ მოწინააღმდეგეებს მხოლოდ მაშინ უგებს, როცა ისინი დაღლილები არიან.
წააგო ისლამთან, გამროტთან, კარიერის დასაწყსში ნოკაუტით დამარცხდა და ბრძოლების დროზე ადრე დასრულების უნარი საერთოდ არ აქვს. ჩხუბებს მხოლოდ მაშინ ასრულებს, როდესაც მეტოქე დაღლილია. თუ ისეთ ვინმეს შეხვედება, რომელსაც კარდიო კარგ დონეზე აქვს, დაიტანჯება. არმანს ადვილად დავაფინიშებ, რადგან ჩემთან პანიკაში ჩავარდება. - განაცხადა ილია თოფურიამ
😳 Ilia Topuria GOES OFF on Arman Tsarukyan:
— ACD MMA (@acdmma_) February 26, 2026
“He lost to Islam, he lost to Gamrot, he got knocked out at he beginning of his career, and he doesn’t really have the ability to finish the fights.”
“He only finishes the fights when his opponent gets tired.”
“If he faces someone… pic.twitter.com/VJqJFfWEVE
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი დიდი ხნის განმავლობაში მსუბუქი წონის პირველი ნომერი იყო. მიუხედავად ამისა, სომეხმა დროებითი ქამრისთვის ჩხუბის შანსი ვერ მიიღო და ახლაც დიდი ხნით ლოდინი მოუწევს, რადგან ილიას მომავალი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება.