Belive

მსოფლიო ჩემპიონატი 2025 | რუსები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატზე 6 კონტინენტისა და 92 ქვეყნის, 567 ძიუდოისტია რეგისტრირებული.

სულ ახლახანს რუსეთის ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ, მიზეზი კი მარტივი გამოსაცნობია.

შემადგენლობა

მამაკაცები

  • 60 კგ - აიუბ ბლიევი

  • 66 კგ - რამაზან აბდულაევი, მურად ჩოპანოვი

  • 81 კგ - ტიმურ არბუზოვი

  • 90 კგ - ალექსანდრ სიდორიკი, იაჰორ ვარაპეიუ, მიხაილ იგოლნიკოვი

  • 100 კგ - არმან ადამიანი, მატვეი კანიკოვსკი

  • +100 კგ - ინალ ტასოევი, ტამერლან ბაშაევი

ქალები

  • 48 კგ - საბინა გილიაზოვა, მარინა ვორობევა

  • 57 კგ - ირინა ზუევა, დარია კურბონმამოდოვა

  • 63 კგ - დალი ლილუაშვილი

  • 70 კგ - მადინა ტაიმაზოვა, დარია ანტონოვა

  • +78 კგ - ელის სტარტსევა, მარია ივანოვა.

სხვა სტატიები