"მიყვარს როცა აუთსაიდერი ვარ" - გეიჯი ილიასთან ჩხუბზე
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯასტინ გეიჯიმ უკვე იცის ილიასთან ბრძოლაში რა გეგმით გამოვა. ამერიკელმა დაასახელა მიზეზი თუ რატომაა "მატადორი" ასეთი ეფექტური. გეიჯიმ ასევე მის აუთსაიდერობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ასეთ პოზიციაში თავს კომფორტულად გრძნობს.
ილია თოფურია შესანიშნავი მოკრივეა. მისი ჰუკი-პირდაპირის კომბინაცია საუკეთესოა, რაც ამ სპორტში მინახავს. ის ძალიან საშიშია და სწორედ ამიტომაც მასთან ჩხუბის გამო ძალიან აღელვებული ვარ. მიყვარს როცა აუთსაიდერი ვარ. UFC-ში 15 ბრძოლა მაქვს და 12-ჯერ აუთსაიდერი ვიყავი. უდავოა, რომ ეს ბიჭი მაგარია. მიზეზი თუ რატომ არის ილია ასეთი ეფექტური, მისი თაიმინგია. მე ვაპირებ, რომ ამ ყველაფერში ხელი შევუშალო. - განაცხადა ჯასტინ გეიჯიმ
Justin Gaethje isn't worried about going into the Ilia Topuria fight as an underdog:
— Championship Rounds (@ChampRDS) March 8, 2026
"He's a dangerous dude, I'm excited. There's no doubt he hits hard, I hit hard as well." 👀pic.twitter.com/eMtf0UbuhH
შეგახსენებთ, რომ ილიასა და გეიჯის ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი დაპირისპირება იქნება. მებრძოლები ერთმანეთს მსუბუქი წონის ქამრისთვის შეერკინებიან. ჩხუბები 14 ივნისს არის ჩანიშნული.