"მის დანოკაუტებასთან ძალიან ახლოს ვიყავი" - მერაბ დვალიშვილი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა საკუთარი ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა კორი სენდჰეგენი უპრობლემოდ დაამარცხხა და ჩემპიონის სტატუსი შეინარჩუნა.
მე მანქანა ვარ! სულ უფრო უკეთესი ვხდები. ჩემი მწვრთნელიც და მეც გაოცებულები ვართ ამით. მე ბევრს ვშრომობ, რომ ასეთი ვიყო. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლა ვიწყებ. მე ველური მებრძოლი ვიყავი, ჩემი ქართული ხასიათიდან გამომდინარე. ტექნიკურად ახლაც ვსწავლობ რაღაცებს. მის დანოკაუტებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ახლა ჩემს სტრაიკინგს პატივი უნდა სცეთ. - განაცხადა მერაბმა მოგების შემდეგ
შეგახსენებთ, რომ მერაბმა ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა. მას შემდეგ, რაც დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაუეფულა, კუთვნილი სტატუსი მესამედ შეინარჩუნა. პირველი უმარ ნურმაგომედოვი, მეორე ო'მალი და მესამე სენდჰეგენი.