Belive

"ილიას ძალიან მაგრად ვცემ და ქვემსუბუქ წონაში დავაბრუნებ" - პიმბლეტი

18 საათის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტს საჩემპიონო ბრძოლის მიღება სურს, თუმცა, ილია თოფურიასთან ბრძოლაც ძალიან ხიბლავს. ინგლისელს ძველი წყენების გამო "მატადორის" ცემა ძალიან უნდა და მას ქვემსუბუქ წონაში დააბრუნებს.

ვიცი ხალხი ამაზე საუბრობს, მაგრამ ჯერ არაფერი მაქვს ჩანიშნული. ილია თოფურიას სიამოვნებით შევებრძოებოდი. მაგრად ვცემდი და უკან ქვემსუბუქ წონაში გავგზავნიდი.

ჯასტინის ხელთათმანებზე სისულელეებს ამბობს. ის უბრალოდ მიზეზებს ეძებს. მე უკეთესი მიზეზი მაქვს, რადგან თვალში და ფეხებს შორის მომარტყეს, მაგრამ ამას არასდროს გამოვიყენებ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონობა მინდა, გეიჯის ავირჩევდი. მაგრამ, საქმე ქამარს რომ არ ეხებოდეს, ილიას ცემას ავირჩევდი. - პადი პიმბლეტი

პადი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯის მეტოქეებს შორის მართლაც მოიაზრება, თუმცა, მისი სატიულო ჩხუბი ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია. ამ რიგში ინგლისელზე წინ არმან ცარუკიანი და ილია თოფურია დგანან.

სხვა სტატიები