Belive

"მერაბთან წაგებამ განსხვავებული შუგა გააღვიძა" - ტიმ უელში

1 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალის მთავარმა მწვრთნელი ტიმ უელში ამბობს, რომ მერაბთან მარცხმა "შუგა" აიძულა განვითარებულიყო. ამერიკელის თქმით, ო'მალის ადგილზე სხვა მებრძოლები მენტალურად განადგურდებოდნენ.

ასეთი მარცხის შემდეგ, მებრძოლებს თავდაჯერება უქრებათ, მაგრამ შონი განსხვავებულია. ამ წაგებამ აიძულა, რომ თავის ცხოვრებაში ბევრი რამ შეეცვალა და ამან განვითარებისკენ უბიძგა. ორივე უფრო თავმდაბლები გავხდით.

შონის ბედნიერება ბრძოლის მოგებით ან წაგებით არ განისაზღვრება. მისი ბედნიერება ოჯახთან ურთიერთობიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან მოდის. დვალიშვილთან ჩხუბის შემდეგ ჭრილობა არ ჰქონია. მერაბთან ბრძოლის დასრულებისას ოქტაგონი იმაზე ჯანმრთელმა დატოვა, ვიდრე სხვა ბრძოლებში ყოფილა. ტაქტიკური შეცდომები დავუშვით, დავიღალეთ, მაგრამ ამ წაგებამ განსხვავებული "შუგა" გააღვიძა. - განაცხადა უელშმა ელვანისთან საუბრისას

მერაბისა და შონის ჩხუბი 8 ივნისაა ჩანიშნული. ბრძოლა ნიუ ჯერსიში გაიმართება და თბილისის დროით გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს მეორე ქამრის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები