Belive

"მერაბს პიოტრის დასაფინიშებლად მშვენიერი შანსი აქვს" - ჯონ ვუდი

1 საათის წინ სხვა
1 წთ

ჯონ ვუდი შონ ო'მალის მწვრთნელ ტიმ უელშს პოდკასტში ეწვია. მერაბის მწვრთნელმა თქვა, რომ "მანქანა" იანთან ჩხუბისთვის ფინიშისთვისაც კი მზადაა. ვუდის განცხადებით, დვალიშვილის თავდაჯერებამ ძალიან მოიმატა, საკუთარ უნარებში მეტად დარწმუნდა და ახლა ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ბრძოლების დროზე ადრე დასრულება დაიწყოს.

ასეთ რაღაცას გეტყვით. ვფიქრობ, ის შეეცდება პიოტრ იანი დაანოკაუტოს, დაასაბმითოს ან ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხოს. ეს ყველაფერი მერაბს შეუძლია. ო'მალისთან პირველი ჩხუბის შემდეგ მერაბი ძალიან შეიცვალა. ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ, ამაზე წლები ვმუშაობდით. მერაბს ვუთხარი, რომ ხალხის დაფინიშება უნდა დაიწყოს. მას ეს შეუძლია. ო'მალისთან მეორე ბრძოლის შემდეგ მერაბის თავდაჯერება ძალიან გაიზარდა. ნამდვილად ვფიქრობ, რომ მას პიოტრის დასაფინიშებლად მშვენიერი შანსი აქვს. ჩვენ ვიცით ის დვალიშვილის გათიშვას შეეცდება, რადგან მერაბთან 5-რაუნდიანი ბრძოლის მოგება შეუძლებელია. ამისთვის მზად ვართ. - განაცხადა ჯონ ვუდმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი 7 დეკემბრის გამთენიისას იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე პიოტრ იანი იქნება, რომელიც აქამდეც დაუმარცხებია. გამარჯვების შემთხვევაში მერაბი ერთ კალენდარულ წელში მე-4 საჩემპიონო ბრძოლას დაასრულებს წარმატებით. ეს აქამდე არავის გაუკეთებია და დვალიშვილი საოცარ შედეგს დააფიქსირებს.

სხვა სტატიები