"მერაბმა უნდა უჩივლოს და დიდი კომპენსაცია დააკისროს" - ო'მალის მწვრთნელი
5 საათის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალის მწვრთნელი ტიმ უელში აბუ დაბის ინციდენტს ეხმაურება. ამერიკელმა დაღესტნელებს ვირთხები და ლაჩრები უწოდა. მისი აზრით, დვალიშვილმა უსმან უნდა უჩივლოს და კარგ კომპენსაციასაც მიიღებს.
ვიდეოში ვხედავთ უსმანს. ის მერაბისკან მიემართება, რომელიც ინტერვიუს წერდა. უსმანი მივიდა, სილა გააწნა და ეს ორი ვირთხა თავს დაესხა. ისინი შეშინებულები და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ერთი-ერთზე მერაბს ვერაფერს უზამდნენ. გადაწყვიტეს ჯგუფურად ეცემათ. თქვე ნაძირლებო, რამე რომ შეძლოთ თქვენს 4 მეგობართან ერთად უნდა წახვიდეთ? ეს საქციელი თქვენს ხასიათს აჩვენებს. მერაბმა აუცილებლად უნდა უჩივლოს მათ და დიდი კომპენსაცია დააკისროს. - ტიმ უელში
🤬Tim Welch goes off on Usman Nurmagomedov for jumping Merab and his friend:
— Full Mount MMA (@MMAFullMount) November 12, 2026
“This is f*cked up. They must have been scared. They must have been like, ‘We’re for sure can’t take Merab one on one so let’s jump him.’
You cheap bastards. And you have to roll up with 4 of your boys…
დვალიშვლზე თავდასხმის გამო უსმანი და მისი მეგობრები მაშინვე გადაიყვანეს ციხეში. დაღესტნელს მებრძოლს 2 წელი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შესაძლოა, რომ ნურმაგომედოვი და მისი თანხმლები პირები გირაოთი გამოძვრნენ.