"მერაბი ო'მალის დაამარცხებს, მაგრამ შემდეგ ეს ბიჭი დიდი გამოწვევა იქნება" - სეხუდო
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის ყოფილმა მეტოქემ ჰენრი სეხუდომ, მის მომავალ საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. Triple C თვლის, რომ "მანქანა" შონ ო'მალის კიდევ ერთხელ დაამარცხებს. თუმცა, საქმე იმაშია, რომ მერაბს მთავარი თავის ტკივილი წინ ელის. როგორც სეხუდო ამბობს, დვალიშვილისთვის სენდჰეგენი ყველაზე რთული გამოწვევა გახდება.
ნახეთ რა გააკეთა სენდჰეგენმა... როგორი კარგი იყო ფიგერედოსთან. ის ძალიან კარგია. თუ მერაბი სენდჰეგენს გაცდება, ამ ჩხუბში გამარჯვებული ავტომატურად Pound-for-Pound-ის ნომერ მესამე მებრძოლი ხდება.
ჩემპიონისთვის შემდეგი ჩხუბი კორის წინააღმდეგ იქნება. ჩემთვის მერაბის ო'მალისთან ფავორიტია, მაგრამ კორი დიდი თავისტკივილია. - განაცხადა ჰენრი სეხუდომ
შეგახსენებთ, რომ მერაბს მეორე ქამრის დაცვა შონ ო'მალის წინააღმდეგ უწევს. მათი ჩხუბი UFC 316-ზე ჩაინიშნა, რომელიც 8 ივნისს გაიმართება.