"მერაბი იანთან 10 ბრძოლიდან 10-ს წააგებს" - უმარ ნურმაგომედოვი
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპრების შესახბ ისაუბრა. დაღესტნელის თქმით, იანი მერაბს კიდევ ბევრჯერ დაამარცხებს. არც იმას ექნება მნიშვნელოვა "მანქანა" რამდენი ხნით დაისვენებს, უმარის აზრით, დვალიშვილი ყველა ჯერზე დამარცხდება.
თუნდაც მერაბმა ნახევარი წელი დაისვენოს და პიოტრს კიდევ შეხვვდეს, 10 ბრძოლიდან 10-ს წააგებს. რა თქმა უნდა, თუ იანი ფორმაში იქნება. პიოტრი, როგორც მებრძოლი, მერაბზე კლასით ბევრად მაღლა დგას. - განაცხადა ნურმაგომედოვმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონი ქამარი სწორედ იანთან დაკარგა. იმასაც შეგახსენებთ, რომ მერაბს ნურმაგომედოვი დამარცხებული ჰყავს და 18 გამარჯვების შემდეგ, პირველი წაგება დაღესტნელმა სწორედ მერაბთან იწვნია.