Belive

"მერაბი გაიმარჯვებს" - შონმა დვალიშვილსა და სეხუდოს შორის ფავორიტი დაასახელა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი 18 თებერვალს ჰენრი სეხუდოს შეხვდება. ეს ქართველი კარიერისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლაა. დიდი ალბათობით, აქ გამარჯვებული ჩემპიონს დაუპირისპირდება. სუპერმსუბუქი წონის ქამარს შონ ო'მალი ფლობს, რომელსაც ამ ბრძოლაში ფავორიტზე ჰკითხეს.

ჰენრი და მერაბის წინააღმდეგ - საინტერესო დაპირისპირებაა. ძალიან ახლო ბრძოლა იქნება. თუ ვინმე უნდა დავასახელო, ვფიქრობ, მერაბი გაიმარჯვებს. დვალიშვილს ეს მეტად შეუძლია. ჩემი აზრით, სეხუდო მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ფული აღარ აქვს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მერაბი მოიგებს. - განაცხადა შონ ო'მალიმ

2020 წელს, სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, ჰენრი სეხუდო MMA-დან წავიდა. სამწლიანი უქმობის შემდეგ, ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგის წინააღმდეგ დაბრუნდა და გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მერაბ დვალიშვილი საკმაოდ კარგ ტალღაზეა. "მანქანას" UFC-ში 9-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. ქართველმა ბოლო ორ შეხვედრაში ორი ყოფილი ჩემპიონი - პიოტრ იანი და ჟოზე ალდო დაამარცხა.

სხვა სტატიები