Belive

"მერაბი ჩემი პოტენციური მოწინააღმდეგეა" - შონ ო'მალი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალი მომავალ ბრძოლას ჩიტო ვერას წინააღმდეგ გამართავს. მათი დაპირისპირება UFC 299-ზე გაიმართება. ამ ყველაფერში საინტერესო ის არის, რომ ბევრის აზრით, ვერას ადგილას ყოფნას მერაბ დვალიშვილი იმსახურებს. შონ ო'მალის ჰკითხეს იქნება თუ არა მერაბ დვალიშვილი მისი მოწინააღმდეგე მომავალ ბრძოლაში მაინც.

- ფიქრობ თუ არა რომ მერაბსა და სეხუდოს შორის გამარჯვებული, შენთან ბრძოლას იმსახურებს?

- ბევრი ვარიანტი მაქვს. კორი, მერაბი და ჰენრი ყველანი პოტენციური მოწინააღმდეგეები არიან. თუ ილია ვოლკს დაამარცხებს ჩვენ ვეგასში აუცილებლად ვიბრძოლებთ. - განაცხადა შონ ო'მალიმ

UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ძალიან საინტერესო სიტუაციაა. მას შემდეგ, რაც ალჯამაინ სტერლინგმა შონ ო'მალისთან ჩემპიონის ქამარი დაკარგა, ყველა მერაბი "შუგას" დაპირისპირებას ელოდა. თუმცა, ბევრისგან მოულოდნელად საჩემპიონო ბრძოლა მარლონ ვერამ მიიღო, რომელიც რეიტინგში მერაბზე 4 საფეხურით ქვევით იმყოფება.

UFC-მ დვალიშვილს მეტოქედ ყოფილი ორი წონის ჩემპიონი ჰენრი სეხუდო შეურჩია. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჰენრი უკვე მესამე ყოფილი ჩემპიონი იქნება, რომელსაც მერაბი შეერკინება. წინა ორ შემთხვევაში "მანქანამ" ჟოზე ალდოსა და პიოტრ იანის დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები