Belive

მერაბ დვალიშვილის მორიგი სახალისო ვიდეო სოციალურ ქსელში

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბს ოქტაგონს გარეთაც, რომ შეუძლია შოუს დადგმა ეს ახალი ამბავი არ არის. ქართველმა არაერთი სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც გულშემატკივრი ძალიან გაახალისა. მთავარი ის არის, რომ დვალიშვილის ცნობადობა ამ ყველაფერმა საგრძნობლად გგაზარდა.

ამჯერად, სოციალურ ქსელს დვალიშვილის ახალი ვიდეო იპყრობს. ამერიკელი ფანები მერაბით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდნენ და თბილი სიტყვებიც არ დაიშურეს.

- დიახ... პროფესორი "მანქანა" ბევრ რამეს გასწავლის.

- არაფერი შონის საწინააღმდეგო, თუმცა, მერაბი ჩემპიონია, რომელსაც ვიმსახურებთ.

- მერაბი კონტენტის მეფეა.

- მერაბი სოციალური ქსელის უდავო და დაუმარცხებელი ჩემპიონია. - წერს გულშემატკივარი სოციალურ ქსელში

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის გარშემო ყურადღება არ წყდება. ქართველს საჩემპიონო ბრძოლა განაღდებული აქვს. სუპერმსუბუქი წონის ტიტულს კი "შუგა" ფლობს. ჯერჯერობით ოფიციალურად ბრძოლა არ ჩანიშნულა, თუმცა, ძალიან დიდი ალბათობით ისინი შეხვდებიან.

სხვა სტატიები