Belive

მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ცოტა ხნის წინ, განახლდა UFC-ის მებრძოლთა რეიტინგი, სადაც მერაბ დვალიშვილი მე-2 პოზიციაზეა.

პიოტრ იანთან მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, შონ ო'მალი რეიტინგში მთელი 10 საფეხურით დაწინაურდა, რამაც რეიტინგში საგრძნობი ცვლილებები შეიტანა. აბუ-დაბიში გამართული ვარსკვლავური ღონისძიების შემდეგ, დვალიშვილი და იანი მეორე ადგილს იყოფდნენ. რამდენიმე საათის წინ, განახლდა UFC-ის რეიტინგი, სადაც ქართველი მებრძოლი სუპერმსუბუქ წონაში მეორე ადგილს იკავებს, რუსი კი, მესამეს.

UFC-ის ეგიდით გამართულ ბრძოლებში, მერაბ დვალიშვილი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ქართველი მებრძოლის უკანასკნელი მსხვერპლი სახელოვანი ჟოზე ალდო გახდა. ალდოსთან გამართულ ბრძოლას განსაკუთრებულს ის გარემოებაც ხდის, რომ მერაბ დვალიშვილმა ოქტაგონზე ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და დივიზიონის ელიტაში ღირსეულად დაიმკვიდრა თავი – UFC-ის ლეგენდის დამარცხების შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლისაკენ მიმავალ რთულ გზაზე, ქართველმა მებრძოლმა თამამი განაცხადი გააკეთა.

სხვა სტატიები