"მერაბ დვალიშვილი პლანეტის საუკეთესო მებრძოლია" - ჰენრი სეხუდო
UFC 320-ზე მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრები კვლავ გაგვახარა. ქართველმა მებრძოლმა კორი სენდჰეგენი ტოტალური დომინაციით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი მესამედ დაიცვა.
მერაბ დვალიშვილის ფენომენალურ გამარჯვებას ჰენრი სეხუდო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მერაბი არამხოლოდ სუპერმსუბუქი წონის, არამედ პლანეტის საუკეთესო მებრძოლია.
სეხუდო არ არის ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც მერაბი საუკეთესოდ დაასახელა - ლეგენდარული ალექს ვოლკანოვსკი დვალიშვილს სუპერმსუბუქი წონის GOAT-დ მოიხსენიებს.
"The greatest bantamweight of all-time" - MMA pros react as Merab Dvalishvili dominates Cory Sandhagen en route to UFC 320 win https://t.co/JyX217a9pr
— Sportskeeda MMA (@sportskeedaMMA) October 5, 2025
Alexander Volkanovski calls Merab Dvalishvili the Bantamweight GOAT 🐐 #UFC320 pic.twitter.com/0mGHi5DgRW
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 5, 2025
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია. ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდის გამეორებამდე მერაბს მხოლოდ 2 გამარჯვება სჭირდება.