Belive

"მე ჩემი თავის მჯერა" - დვალიშვილმა სეხუდოსთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე 18 თებერვალს დაბრუნდება. ქართველის მოწინააღმდეგე ყოფილი ორმაგი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო იქნება. "მანქანამ" მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით UFC Unfiltred-ის პოდკასტზე ისაუბრა.

სეხუდოსთან ბრძოლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება. ის კარგი მოჭიდავე და სტრაიკერია. მისი ძირს გადაყვანა რთული იქნება, თუმცა მე ჩემი თავის მჯერა. ეს ჩემთვის რთული ბრძოლა იქნება. გამარჯვებაზე მეტად ვარ კონცენტრირებული და 18 თებერვალს სწორედ ეს მოხდება.
ჩემმა მოწინააღმდეგემ რამდენჯერაც არ უნდა გადამიყვანოს პარტერში, ყველა ჯერზე ავდგები და მის ცემას გავაგრძელებ.
ჩემს მენეჯერს ვთხოვე, რომ UFC-სთან 5-რაუნდიან ბრძოლაზე მოლაპარაკებულიყო. მე ყოველთვის 5 რაუნდზე მეტს ვსპარინგობ და ამასთან პრობლემა არასდროს მქონია. ყველამ ნახა ჩემი ბოლო ბრძოლა და კარგად გამოჩნდა, რომ 5-რაუნდიან ბრძოლაში უკეთ ვგრძნობ თავს. - განაცხადა მერაბმა

შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს მთავარ ბრძოლას გამართავს ილია თოფურია, რომლის მოწინააღმდეგე ალექს ვოლკანოვსკია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქართველი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს.

სხვა სტატიები