Belive

მძიმე ტრავმა და მრავალი უქმე თვე - ოლიმპიური ჩემპიონი თვეებს იუქმებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

27 წლის იტალიელი ძიუდოისტი და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული - ფაბიო ბაზილე, ტრავმის გამო რამდენიმე თვეს გამოტოვებს. იტალიელმა ძიუდოისტმა სოციალურ ქსელ "Instagram"-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მან მძიმე ტრავმა მიიღო და ამსტერდამის შეკრება სწორედ ამ ტრავმის გამო გამოტოვა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by FABIO BASILE (@fabiobasile66)

"მძიმე ტრავმა მივიღე, რაც ხელს შემიშლის იმაში, რომ ტატამზე თუნდაც ვივარჯიშო. ამის გამო მინიმუმ რამდენიმე თვეს ვერ მივიღებ მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებზე. მომიწევს ოპერაციას გაკეთება, შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გავივლი და დავბრუნდები". - ფაბიო ბაზილე. 
შეგახსენებთ, რომ იტალიელმა ძიუდოისტი 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე -66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები