თბილისის გრანდ სლემი 2026 | საქართველოს ნაკრები 41 ძიუდოისტით იასპარეზებს
20-22 მარტს, თბილისი ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ წუთის მონაცემებით, 5 კონტინენტისა და 56 ქვეყნის, 454 სპორტსმენია რეგისტრირებული.
სულ ახლახანს კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი, სადაც აქცენტი ახალგაზრდა ძიუდოისტებზეა გაკეთებული და როგორც ჩანს, ნაკრების პირველი ნომრები დაისვენებ და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.
საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში 41 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც 28 მამაკაცი იქნება, 13 კი ქალი.
შემადგენლობა
მამაკაცები
60 კგ - მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია, გიორგი ჩანქსელიანი, გიორგი არაბიძე
66 კგ - ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე, თორნიკე მაზიაშვილი, ლუკა საგანელიძე
73 კგ - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ლოლაძე, ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი
90 კგ - ლუკა ჯავახიშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ბაბუციძე
100 კგ - ნიკა ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი, ონისე სანებლიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი
+100 კგ - ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, საბა ქარდავა, გელა ზაალიშვილი.
ქალები
48 კგ - თამარ გიგოლაევი
52 კგ - თამარ სუხიაშვილი
57 კგ - ნუცა თათრიშვილი, სოფიო ბედოშვილი, ნინო ლოლაძე
63 კგ - ნინო წიკლაური, მარიამ ნათელაური, მაია ბიძინაშვილი, მარი მახარაშვილი
70 კგ - ნონა კვარაცხელია, მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.