"მათ ოლივეირა გაწირეს" - რას წერენ ფანები სოციალურ ქსელებში?
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია ჩარლზე ოლივეირას მსუბუქი წონის ტიტულისთვის შეხვდება. ეს ბრძოლა ისლამ მახაჩევის ზედა წონაში ასვლის შედეგია. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები ილიას ფავორიტად მიიჩნევენ და მის გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ.
ჰოლოუეი და ახლა ჩარლზი...
ჩემი ბიჭი ჩარლზის გამო ძალიან ვწუხვარ.
მათ ოლივეირა გაწირეს.
ილია ჩარლზს 10 წამში დააძინებს.
თოფურია ჩვენს ფავორიტ მებრძოლს დააძინებს.
მარტივი გამარჯვება ილიასთვის!
იმედი მაქვს ილია ისე დაანოკაუტებს, რომ ოლივეირა პენსიაზე გავა.
ჩარლზი საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებდა. - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში
ეს დაპირისპირება 28 ივნისს საერთაშორი ბრძოლის კვირეულში შედგება. ილიასა და ჩარლზის ჩხუბს ლას ვეგასი, T Mobile არენა უმასპინძლებს.