Belive

მაქს ვერსტაპენი ლას ვეგასშიც ყველაზე სწრაფი იყო

5 თვის წინ სხვა
1 წთ

მაქს ვერსტაპენმა სეზონის ერთ-ერთ უკანასკნელ რბოლაშიც ყველას აჯობა და ლას ვეგასის გრან პრის ტრიუმფატორი გახდა. ნიდერლანდელმა ძირითადი ბრძოლა კონკურენტთან ჩარლზ ლეკლერთან (ფერარი) და თანაგუნდელთან, სერხიო პერესთან (რედ ბული) გამართა.

რბოლა ქაოტურად დაიწყო და ინცინდენტებით გაგრძელდა, რაც პერიოდულად უსაფრთხოების მანქანების გამოჩენას იწვევდა. ვერსტაპენმა ლეკლერს ლიდერობა რბოლის დასაწყისშივე წაართვა, მაგრამ 5-წამიანი საჯარიმო დრო მიიღო, მან მეტოქე აიძულა ტრასიდან გასულიყო.

საბოლოო ჯამში, ვერსტაპენმა სტაბილურად სწრაფად იარა და პირველი ადგილის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, ჩარლზ ლეკლერმა სერხიო პერესს ბოლო წრეზე წაართვა მეორე ადგილი და "რედ ბულს" შანსი არ მისცა პოდიუმზე პირველი და მეორე ადგილი დაეკავებინა.

ლუის ჰამილტონისა და მისი მერსედესის ცუდი გამოსვლის გამო, სერხიო (ჩეკო) პერესი რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, ახლა ყურადღება აბუ დაბისკენაა მიმართული, სადაც მომავალ კვირას სეზონის ბოლო გრან პრი გაიმართება.

სხვა სტატიები