Belive

F1 თურქეთში ბრუნდება

6 საათის წინ სხვა
1 წთ

თურქეთის „სტამბოლ პარკის“ ტრასა, 2027 წლიდან, ფორმულა 1-ის კალენდარში მინიმუმ ხუთი წლით დაბრუნდება. განცხადება პარასკევს ფორმულა 1-მა და თურქეთის პრეზიდენტმა გაავრცელეს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ფორმულა 1-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო დომენიკალიმ და სპორტის მმართველი ორგანოს, FIA-ს პრეზიდენტმა, მოჰამედ ბენ სულაიემმა, შეთანხმება სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე დადეს - ფორმულა 1-ის სარეკლამო ბოლიდი, ამ დროს, თურქეთის უდიდესი ქალაქის ქუჩებში ტრიალებდა.

სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე 14-მოსახვევიანი ტრასა მრბოლელებსა და გულშემატკივრებში პოპულარულია, მან ბოლოს რბოლას 2021 წელს უმასპინძლა, როგორც COVID-19 პანდემიის დროს ჩამნაცვლებელმა. ამ ტრასაზე გრან პრი იმართებოდა 2005-დან 2011 წლამდე პერიოდშიც. 2020 წლის სეზონში, სტამბოლში, ლუის ჰამილტონმა მოიგო რბოლა და მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა, რითაც მაიკლ შუმახერის რეკორდი გაიმეორა.