Belive

მაქს ვერსტაპენი: 'ბრაზილიაში ჩემპიონობა დაივიწყეთ, მანქანას რაღაც სჭირს'

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა, „რედ ბულის“ პილოტმა, მაქს ვერსტაპენმა, ბრაზილიაში პირველი საკვალიფიკაციო სესია, 2021 წლის შემდეგ პირველად შეწყვიტა, ამიტომ სან პაულოს გრან პრიზე ის მხოლოდ მე-16 პოზიციიდან დაიწყებს.

საჩემპიონო რბოლაში, ნიდერლანდელი პილოტი 'მაკლარენის' ლანდო ნორისს 39 ქულით ჩამორჩება, დარჩენილია მხოლოდ 4 რბოლა და თანაც, 'ინტერლაგოსამდე' (სან პაულოს ტრასა) მაქსი ამბობს, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს.

სიტუაცია ცუდია. ბოლომდე არ გვესმის, რატომ მოხდა ეს. ბოლიდს მოჭიდება არ ჰქონდა. მანქანაზე რამდენიმე რამ შევცვალეთ და არ გამოვიდა - უნდა გავარკვიოთ. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს არაფერი მუშაობდა და ვერც ვხვდებით.

იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიციიდან ვიწყებთ შეჯიბრს, ჩემპიონობაზე ფიქრი უნდა დაივიწყოთ. - განაცხადა მაქს ვერსტაპენმა

ვერსტაპენს შეახსენეს, რომ გასულ წელს, ბრაზილიაში მე-17 ადგილიდან გაიმარჯვა, მან კი აღნიშნა, რომ ეს რბოლა „სხვა ვითარებაში“ გაიმართა.

ბრაზილიის შემდეგ, გუნდებსა და პილოტებს თავის გამოჩენა ლას ვეგასში, კატარსა და აბუ დაბიში მოუწევთ. კონსტრუქტორთა დავაში გამარჯვებულის ბედი უკვე გადაწყვეტილია, აქ მაკლარენს კონკურენციას ვერავინ უწევს.

ჩემპიონობისთვის ლანდო ნორისი (365 ქულა) და ოსკარ პიასტრი (356) იბრძოლებენ, მესამეზე მყოფი ვერსტაპენი (326 ქულა) მხოლოდ სასწაულის იმედად უნდა იყოს.

სხვა სტატიები