"მანქანა გაუმჯობესდება და ტრილოგიისთვის უფრო ძლიერი დაბრუნდება" - ალჯო
23 საათის წინ
სხვა
1 წთ
ალჯამაინ სტერლინგმა დვალიშვილის მარცხზე ისაუბრა. "მანქანას" რეკორდის დამყარება არ გამოუვიდა, მაგარამ ალჯო გვარწმუნებს, რომ მერაბი გაუმჯობესდება და იანთან მესამე ბრძოლისთვის უფრო ძლიერი იქნება.
მერაბისა და იანის მეორე ბრძოლას გულშემატკივრისთვის იმედები არ გაუცრუებია. შესანიშნავი დაპირისპირება იყო და სამწუხაროდ, 1 წელიწადში ტიტულის 4 დაცვის მიზანს ვერ მივაღწიეთ. იანსა და მის გუნდს ვულოცავ, მაგრამ რთული გასვლის შემდეგ მანქანა გაუმჯობესდება და ტრილოგიისთვის უფრო ძლიერი დაბრუნდება. - ამბობს ალჯამაინ სტერლინგი
Merab vs Yan 2 did not disappoint the fans! It was a great back and forth fight and unfortunately, we came up short in our goal of 4 title defences for 1 calendar year. Congrats to Yan and his team, but the Machine will update the hard drive and be back strong for a trilogy!
— Aljamain Sterling (@funkmasterMMA) December 8, 2025
Are… pic.twitter.com/HlBw3aYE2T
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონი ქამარი დაკარგა. მისი მოწინააღმდეგე პიოტრ იანი იყო, რომელიც აქამდე დამარცხებული ჰყავდა. დიდია იმის ალბათობა, რომ იანის და მერაბის მესამე შეხვედრაც ვიხილოთ.