Belive

"მახაჩევთან ბრძოლამდე ვოლკანოვსკი შეუჩერებელი იყო" - უიტეკერი თოფურიას მეტოქეზე

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექს ვოლკანოვსკის საჩემპიონო ქამრის დაცვა ილია თოფურიას წინააღმდეგ მოუწევს. ქართულ-ავსტრალიური დაპირისპირება 2024 წლის თებერვალში შედგება. ბევრი გულშემატკივარი, სპორტსმენი თუ ექსპერტი ფავორიტად სწორედ ილიას მიიჩნევს.

საქმე იმაშია, რომ ალექსმა ბოლო ბრძოლაში მძიმე მარცხი განიცადა. ის მახაჩევთან მეორე რაუნდში თავში ფეხის დარტყმით გაითიშა. როგორც წესი ასეთი დაზიანების მიღების შემდეგ, სპორტსმენებს რვაკუთხედში დაბრუნება უჭირთ. რობერტ უიტეკერმა ვოლკანოვსკის შანსებზე საუბრისას, ყურადღება სწორედ ამ ასპექტზე გაამახვილა.

როგორც ის ბოლო ბრძოლაში დამარცხდა, მასზე გავლენას აუცილებლად იქონიებს. მახაჩევთან წაგებამდე ვოლკანოვსკი შეუჩერებელი იყო და ამაში ყველა დამეთანხმება. მე მაინც მგონია, რომ ის თავის დივიზიონში ნამდვილი მონსტრია. - განაცხადა უიტეკერმა MMArcade Podcast-თან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ალექს ვოლკანოვსკის UFC-ში 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. იყო პერიოდი, როცა ავსტრალიელი ორი წონის ჩემპიონის ქამარსაც ფლობდა. თუმცა, მახაჩევთან წაგების შემდეგ, ახლა მხოლოდ ქვემსუბუქი წონის სათავეში დგას.

სხვა სტატიები