"მახაჩევის პირველ ნომრად დაყენება შეუძლებელია" - ჩელ სონენი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჩელ სონენი ისლამ მახაჩევის განცხადებას გამოეხმაურა. დაღესტნელი ამბობს, რომ ილია საერთო რეიტინგის პირველ ნომრად მხოლოდ მარკეტინგული მიზეზებით მოხვდა. სონენი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ილიამ ეს ადგილი სრულიად დამსახურებულად მიიღო.
ისლამ მახაჩევი ამბობს, რომ თოფურიამ P4P-ის პირველი ადგილი მარკეტინგული მიზეზებით მიიღო. მიზეზი თუ რატომაც გახდა ილია პირველი ნომერი, მარკეტინგთან ახლო არაფერი აქვს. ჩვენ გვყავს ბიჭი, რომელიც სამი ქამრის მფლობელია 66, 70 და BMF. ისლამს კი არცერთი აქვს. მახაჩევის პირველ ნომრად დაყენება შეუძლებელია. საერთო რეიტინგში პირველი ადგილი მარკეტინგული მიზეზებით არ მიუციათ. იმისათვის რომ ისლამი P4P-ის მეფე გახდეს, მაშინ დივიზიონის მეფეც უნდა გახდეს. თუმცა, ახლა ის არ არის. - განაცხადა ჩელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში იასპარეზებს და მისი მომავალი მეტოქე, სავარაუდოდ, ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა იქნება.