Belive

მაკგრეგორმა UFC-ში 2011-დან 2016 წლამდე გამომუშავებული თანხა გამოაქვეყნა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ანტიმონოპოლიური საქმის ფარგლებში კონორ მაკგრეგორის მიერ გამომუშავებული თანხები გავრცელდა.

ახლახანს გამოქვეყნებულ მოხსენებაში სხვადასხვა MMA-ს ვარსკვლავების ხელფასებია ნაჩვენები. სწორედ ამ დოკუმენტში წერია, რომ მაკგრეგორმა UFC-ში 5 წლის განმავლობაში $25 მილიონის გამომუშავება შეძლო.

"Notorious"-ის პირველი მაღალანაზღაურებადი ბრძოლა 2015 წელს UFC 189-ზე ჩედ მენდესის წინააღმდეგ შედგა. ამ ორთაბრძოლის შემდეგ ირლანდიელმა $3,285,000 მიიღო, საიდანაც 2,11 მილიონი აშშ დოლარი მე-2 რაუნდის ნოკაუტის წყალობით მიიღო.

კონორის შემოსავლები UFC-ში 2011 წლიდან 2016 წლამდე ასე გამოიყურება"

UFC 189: $3,285,000 (მოიცავს $2,11 მილიონს ბონუსის სახით) ჩედ მენდესის წინააღმდეგ

UFC 194: $4,476,662 ან $4,536,932 ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ($2,377,699)

UFC 196: $5,576,315 ნეით დიასის წინააღმდეგ ($2,838,158)

UFC 202: $5,615,490 ნეით დიასი 2 ($4,315,490)

UFC 205: $6,812,374 vs ედი ალვარესი

სხვა სტატიები